მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგებისთვის ტარდება ტრენინგი: ,,ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება“
კურსის ხანგრძლივობაა:
36 საათი - ცხრა დღე,
სავალდებულო დასწრება 32 საათი - რვა დღე
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორი დღე, მეცადინეობის ხანგძლივობა 4 საათი.
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
კურსის მიზანი:
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი მასწავლებლებს დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კურსის მთავარ კითხვას:
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
კურსის მიზანია, მასწავლებლებმა შეიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ.
კურსი შედგება 8 მოდულისგან:
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
- პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
- სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
- თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
- საპროექტო იდეების გენერირება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
- სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
- სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
- შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
- დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
- შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა:ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
- უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
- იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
- საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
- ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
- ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
- ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
- სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
- მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
- სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
- მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
- უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
- შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
- თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
- შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
- თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
- შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
- პროექტის გეგმის განახლება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
- დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
- მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
- მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
- კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
- დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის განახლება
- განხორციელების სტრატეგიების განხილვა
- დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
- საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
- შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
- პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
კურსის შედეგები
ამ კურსის ფარგლებში, თქვენ შექმნით და სრულყოფთ რესურსებს იმ თემაზე, რომელსაც ასწავლით. სასწავლო პროექტი შესაძლოა გრძელდებოდეს ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე და უნდა შეიცავდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. თქვენი პროექტის პორტფოლიო დაიხვეწება მთელი კურსის განმავლობაში.
ამ ყველაფრის შექმნაში დაგვეხმარება ინტელის სასწავლო პროგრამა Viewer - გადადით ლინკზე
დიდი მადლობა ქალბატონო შორენა. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ბევრ სასარგებლო უნარ-ჩვევას ვსწავლობთ.
ReplyDeleteძალიან საინტერესო დღე იყო!!! ძალიან ბევრი იყო ახალი და საინტერესო. დიდი მადლობა ქალბატონ შორენას... ძალიან კარგი ადამიანი ხართ... მინდა ყველაფერი ისე გავაკეთო თქვენ რომ გაგეხარდებათ...
ReplyDeleteთქვენის სახით შევიძინე ახალი მეგობარი,იმედი მაქვს რომ როცა დამჭირდება თქვენი დახმარება უარს არ მეტყვით. ტრენინგების დასრულების შემდეგ უფრო მივხვდი თუ რამდენი რამ შეგვასწავლეთ. განსაკუთრებით მომეწონი ბოლო პრეზენტაციის დღე.მივხვდი ჩემს შეცდომებს და ხარვეზებს, და რაც მთავარია მომეცა იმედი რომ მომავალში უფრო უკეთესი პროექტის შექმნას შევძლებ.გისურვებთ წარმატებებ და წინასწარ გილოცავთ დამდეგ გიორგობის დღესასწაულს.
ReplyDeleteშესანიშნავი პიროვნება...მიხარია რომ ჩვენს ქალაქში თქვენნაირი პროფესიონალი ტრენერი გვყავს....
ReplyDelete